კაცია ადამიანი?!

Thursday, June 4, 2015

რა გვჭირს ქართველებს?

Posted by Unknown at 1:27 PM No comments:
Newer Posts Older Posts Home
Subscribe to: Posts (Atom)

ჩვენს შესახებ

Unknown
View my complete profile

My Blog List

  • 42-ე სკოლაში
    კალიგრაფიის კონკურსი

ვაჟა-ფშაველა

ვინ არის კაცი?

კაცი ის არის, ცხოვრება
ვინც გაატარა ჭამაში
და კაცის დანიშნულება
მხოლოდა ჰპოვა ამაში.
კაცი ის არის, ვინაცა
ქუჩაში სალამს არ გაძლევს,
თუ დაჰპატიჟე სადილად,
დიდ ჯიუტობას არ გასწევს.
კაცი ის არის, ვინაცა
საქმით სხვის, სიტყვით ჩვენია,
და თავის ოინბაზობას
ჰმალავს, არ დაუჩენია.
კაცი ის არის, ვინაცა
შეჰსტრფის, შეჰხარის ღვინოსა
და ჰსახავს იდეალადა
სალხინო სამიკიტნოსა.
კაცი ის არის, ვინაცა
არა კითხულობს გაზეთსა,
წიგნისთვის შაურსა ჰზოგავს,
მეარღნეს აძლევს მანეთსა.
გადაამტერებს ერთმანეთს
ქართლსა, იმერეთს, კახეთსა,
საკუთარს ანბანს შეუდგენს
სამეგრელოს და სვანეთსა.
კაცი ის არის, სიცოცხლე
ვინაც ატარა ტკბილადა, –
სიკვდილის შემდეგ იწოდა
დიდყურიანის შვილადა.

[1902 წ.]

ვის ჰქვიან კაცი?

კაცი მას ჰქვიან, ვინაც სიცოცხლე
თვისი დალია მედგარ ბრძოლაში,
როგორც არწივმა ფრთით სცნო სიმაღლე,
არ გაერია ყვავთა გროვაში.

კაცი მას ჰქვიან, ვინც ვით კლდე ზღვაში,
სდგას ცხოვრებაში შეუპოვარად,
მოზღვავებულსა ცხოვრების ზვირთებს
მკერდზე შემუსრავს, გაფანტავს ნაცრად.

კაცს მას ვეძახი, ვისაც ბრძოლაში
შუა გადუტყდა ერთგული ხმალი,
მაგრამ მიიწევს მკერდ-სისხლიანი,
[
რომ] მაინც მტერთგანს მოსთხაროს თვალი.

[კაცი] ის არის, ვისაც სამშობლო
[
აჩნია] წყლულად, ქვეყნიურ ღმერთად,
ვინც უფრთხილდება თავის თავს მისთვის,
რომ თავი იმას შესწიროს მსხვერპლად.

კაცი მას ჰქვიან, ვისიცა გული
ჩამოსხმულია წმინდის გრძნობისგან,
ვის სიყვარული და სიძულვილი
მონათლულია წრფელის შრომისგან.

კაცი მას ჰქვიან, ვინაც ძონძები
ტანზედ ჩაიცვა და მით ამაყობს,
არ აწიოკა გლეხის ობლები,
დაუშრეტელად სიყვარულს გალობს.

კაცი ის არის, ვინაც გაცვალა
ცხვრისა ბოზბაში ჭინჭრის [მხალზედა]
იმ ლტოლვილებით გატაცებული,
რომ შედგეს მაღალს გრძნ[ობის მთაზედა].

კაცი ის არის, ვინც სატირელსა
ტირის და ანჩქლევს ცრემლის მდინარეს,
ვინც გულს უგმირავს თავისა მტერსა
და ყელს ეხვევა, იცავს მოყვარეს.

მე ამ ქცევითა ვაფასებ კაცსა,
მე ესე მიჩანს ჩვენი ცხოვრება,
და თუ რომ კაცი ვერ იზამს ავსა,
ვერც კარგს გვაჩვენებს, ისე მოკვდება.

1883 წ.

Blog Archive

  • ▼  15 (8)
    • ▼  6 (1)
      • რა გვჭირს ქართველებს?
    • ►  4 (7)
Simple theme. Theme images by nicodemos. Powered by Blogger.