Friday, April 17, 2015

პროექტის დაგეგმვა

,,კაცია ადამიანის ნაწყვეტი ძალიან მოგვეწონა... დაგვაინტერესა სრულმა ტექსტმა, გადავწყვიტეთ წაგვეკითხა და შემდეგ ერთმანეთისთვის საინტერესო კითხვები დაგვესვა... ამას მოჰყვა სხვა იდეებიც და ბოლოს შევთანხმდით, ეს ყველაფერი პატარა პროექტად გვექცია... 
ჩამოვაყალიბეთ მიზნები და აღმოჩნდა, რომ თანამედროვე ლუარსაბები გვაინტერესებდა... ამაზე მართლა ღირდა ფიქრი.... როგორები არაინ ისინი, რა თვისებები აქვსთ და ა.შ... გადავწყვითეთ, რიგ აქტივობებში, როგორიც იყო თემების დაწერა, გამოკითხვა და სხვა, ჩაგვერთო ჩვენი სკოლელები და უცხო ხალხიც)
მოვიფიქრეთ აქტივობები:
1) სრული ტექსტის წაკითხვა და გაანალიზება გუნდური მუშაობით (როცა გუნდები ერთმანეთისთვის მოვიფიქრებთ კითხვებს... მაგრამ წინასწარ არ გვეცოდინება, ვინ რომელ გუნდში მოხვდება:))
2) რა გითხათ, რით გაგახაროთ? (პუბლიცისტური წერილი თანამედროვეობაზე)
3) თანამედროვე თათქარიძეები (თემა)
4) გამოკითხვა - რა არის ქართველების ყველაზე ცუდი თვისება ანუ რა გვჭირს ქართველებს...
5) სცენარი (თანამედროვე თათქარიძეებზე... დავწერთ სცენარების მონახაზებს... ვიმსჯელებთ, რომელი ფრაგმენტები აჯობებდა გადასაღებად... თუ ეს ტექტნიკურად შესაძლებელი იქნება გადავიღებთ კიდეც :))
6) ვიდეორგოლი - რა გვჭირს ქართველებს
7) პროექტის შეჯამება - დისკუსია - როგორ მოვერიოთ მენაკიერ თვისებებს


 

 
 

                                            
 




 


No comments:

Post a Comment