უნდა დაგვეწერა ფრაგმეტი თანამედროვე თათქარიძეების ცხოვრებიდან.
გაკვეთილზეწავიკითხეთ ჩვენი ნამუშევრები და ჩვენვე შევაფასეთ თითოეული მოსწავლე წინასწარმოფირებული რუბრიკის მიხედვით. ეს სქემა არც თუ ისე რთული იყო:
1) თხზულება პახუსობს სათურს და წინ წამოწეული საკითხი მართლაც პრობლემურია; (3ქ.)
(არ იყო აუცილებელი, გმირი ლუარსაბისა და დარეჯანის მსგავსი ყოფილიყო, პირიქით, უმჯობესი იყო, განსხვავებული, რაც შეიძლება თანამედროვე ტიპაჟების დახატვა!)
2) ამბავი საინტერესოა; იწევს მკითხველის ემოციას; აცოცხლებს ჩვენს თანამედროეობას (2ქ.)
3) ორიგინალობა და კრეატიულობა - რამდენად სხარტად, ოსტატურადააა გადმოცემული სათქმელი. (3ქ)
(მისაღები იყო ნებისმიერი ხერხის გამოყენება - მაღალფარდოვანი მხატვრული სახეებიდან დაწყებული, უბრალო დიალოგებით, იომორითა თუ ირონიით დამთავრებული... შეგვეძლო ჩაგვრთო სლენგი და ჟარგონიც კი, მთავარია, მიზნისთვის მიგვეღწია და აღგვეწერა ,ცოცხალი'' სახეები)
4) ტექსტის გრამტიკული ,,გამართულობა''. (2 ქ.)
(დასაშვებია 2-2 სტილისტური ხარვეზი თუ სხვა გრამატიკული შეცდომა)
,,კაცია ადამინი?!’’
ანუ ფრაგმენტები
თანამედროვე თათქარიძეების
ცხოვრებიდან
* * *
პატარა გოჩა ცხოვრობს დედასთან და მამასთან ერთად, თბილისის ერთ-ერთ უბანში. მისი სახლი ყოველთვის დალაგებულია, მაგრამ ეს არც თავისი და არც მშობლების დამსახურება არ არის. გოჩას ჰყავს მომვლელი, რომელიც ძალიან მოწესრიგებული ქალბატონია. მას ლია ჰქვია. ლიას არ უყვარს როდესაც რაიმე საგანი ან ნივთი უადგილო ადგილას დევს. უყვარს როდესაც ყველაფერი დალაგებულია. გოჩა კი ყოვლად მოუწესრიგებელი, ზარმაცი და ღორმუცელა ბიჭია. არ უყვარს და ეზარება სწავლა, არასდროს ალაგებს თავის ოთახს და სულ ჭამაზე ფიქრობს. თუმცა მისი მშობლები თავიანთი ვაჟით ამაყობენ. ფიქრობენ, რომ კომპიუტერით პროგრამებს ისწავლის და მომავალში კარგი პროგრამისტი გამოვა , თუმცა ძალიან ცდებიან, რაგდან გოჩა ყოველთვის კომპიუტერული თამაშებით ერთობა. ხშირად ჭამს კომპიუტერთან, რაზეც ლია ძალიან ბრაზდება, მაგრამ როდესაც მშობელები სახლში ბრუნდებიან, გოჩა გულის ამაჩუყებლად უყვება მათ, თუ როგორ უბრაზდება ბოროტი ლია მშიერ ბიჭს და რა თქმა უნდა, მშობლებიც ლიას ტუქსავენ.
ერთ დღეს, როდესაც მშიერი გოჩა ლიასთან ერთად სახლში ბრუნდებოდა ,
გოჩამ შაურმის რიგი დაინახა. რა თქმა უნდა,
მასაც მოუნდა რიგში ჩადგომა და გემრიელი შაურმის შეჭმა. რიგში ჩადგნენ და დაიწყეს ფიქრი, თუ რა ზომის შაურმა შეეკვეთათ. გოჩას რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი უნდოდა. ლია არწმუნებდა,
რომ ამხელა შაურმისთვის ის ძალიან პატარა იყო, მაგრამ მან თავისი მაინც გაიტანა და ყველაზე დიდი შაურმის შეჭმას შეუდგა. სახლში არ
იყვნენ მისულები, როდესაც გოჩამ დიდი შაურმა
გაათავა და ქაღალდი უმისამართოდ მოისროლა, რაზეც ლია ისე გაბრაზდა, რომ ბიჭს თავზეც
კი წამოარტყა. გოჩა ატირდა და სანამ სახლში არ მივიდნენ, არ გაჩერებულა. როდესაც დედამ ატირებული გოჩა დაინახა, ლიას ჰკითხა, თუ რატომ
ტიროდა. ლიამ ყველაფერი უამბო, მაშინ დედა ძალიან გაბრაზდა და ლია სამსახურიდან გააგდო.
ამის შემდეგ მათი სახლი სანაგვეს დაემსგავსა, ყველაფერი ეყარა. ხოლო გოჩა წარუმატებელი
მოსწავლე გახდა.
ლიზი შენგელია
* * *
ლუარსაბ თათქარიძე ერთი რიგითი მოსწავლე არ გეგონოთ. დღე არ გავა რომ ნაგავი უმისამართოდ არ ისროლოს. მასწავლებლები მის სწავლასა და ყოფა-ქცევებსაც უჩივიან.ერთმანეთის არ მოსმენა,გარემოს დაბინძურება,უსწავლელობა - ეს ყოველივე მხოლოდ ლუარსაბის კი არა, მთელი საქართველოს ჭირია.
ლუარსაბ თათქარიძე ერთი რიგითი მოსწავლე არ გეგონოთ. დღე არ გავა რომ ნაგავი უმისამართოდ არ ისროლოს. მასწავლებლები მის სწავლასა და ყოფა-ქცევებსაც უჩივიან.ერთმანეთის არ მოსმენა,გარემოს დაბინძურება,უსწავლელობა - ეს ყოველივე მხოლოდ ლუარსაბის კი არა, მთელი საქართველოს ჭირია.
ლუარსაბი ცხოვრობს
თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში. მისი სახლი არაფრით გამოირჩევა, სულ ერთი ოთახია, სადაც
5 კაცი ცხოვრობს.
ლუარსაბს თავის სამეცადინო
კუთხე არ აქვს და ეს არის ყოველთვის მიზეზი მისი უსწავლელობის. თუმცა, იმ სახლში თავად
ლუარსაბის ადგილიც მოსანახი იყო. მისი გარეგნობა ყველა ბავშვის გარეგნობას არ ჰგავს.ერთი
შეხედვით მივხვდებით, რომ ზარმაცი, მოუქნელი და უპასუხისმგებლოა.
ერთ დღეს სკოლაში ლუარსაბმა
და მისნაირმა მეგობრებმა გადაწყვიტეს სკოლის გაცდენა. ლუარსაბს აზრადაც არ მოსვლია
რამის სანახავად რომ წასულიყვნენ. პირველივე მისი იდეა ეხებოდა ჭამას . წავიდნენ,იყიდეს
საჭმელები, შემდეგ კი ეს ყველაფერი ქუჩაში დაყარეს და სახლში მხიარულად დაბრუნდნენ.
ლუარსაბი არც თავის ოჯახის წევრებს სცემდა პატივს.
შატაკიშვილი ანი
* * *
ირაკლის და მაკას ჩინებული ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ დრო აირია და მათაც გაუჭირდათ.
ირაკლიმ ოჯახის რჩენა ვეღარ შეძლო და გამოსავალი სმაში
იპოვნა. თითქოს უწყინარი კაცი აფთრად იქცა. ნათქვამია: ,,გაჭირვებამ
ადამიანს სახე უცვალაო”, მაგრამ მე ვფიქრობ,
სახე კი არ უცვალა, პირიქით, ნამდვილი სახე წარმოაჩინა.
მიეძალა ირაკლი სასმელს და ოჯახის მყუდროებაც დაირღვა.
გალეშილი მთვრალი აყალმაყალს ტეხდა და მაკას მიმართ ფიზიკურ შეირაცხჰყოფასაც არ ერიდებოდა
. ყოველივე ამას შვილებიც მტკივნეულად განიცდიდნენ.
მაკამ
ვერაფერი მოახერხა და საზღვარგარეთ გამგზავრება გადაწყვიტა. შვილები
მამას "ჩააბარა" და თვითონ საბერძნეთში წავიდა.ფიქრობდა, რომ მატერიალური
მდგომარეობის გაუმჯობესება ირაკლის გონზე მოიყვანდა, ოჯახსა და შვილებს მიხედავდა,
მაგრამ მწარედ მოტყუვდა. ცოლის წასვლის შემდეგ უარესად "აიწყვიტა", თბილად
მოკალათდა და მაკას გამოგზავნილი ფულით "მშვენიერი ცხოვრება" მოიწყო.
თავად
მუშაობაზე არც უფიქრია, რადგან იმდენად გადაეშვა უსაქმურობის მორევში, რომ ნაპირზე
ვეღარ გამოვიდა. ცოლის ფულით თამაში დაიწყო, შვილების წინაშე ყველანაირი პასუხისმგებლობა
დაკარგა, მაკას გამოგზავნილი ფული კი "გაანიავა".
საბრალო
მაკა იძულებული გახდა წამოსულიყო და შვილების წაყვანაზე ეზრუნა, რადგან მუქთახორა მამის
ხელში კარგს ვერაფერს ისწავლიდნენ. დიდი წვალებისა და მატერიალური პრობლემების მიუხედავად,
დედამ შეძლო და წაიყვანა შვილები.
ახლა
მაკა ცხოვრობს უცხოეთში, შვილებთან ერთად, სამშობლოს მოწყვეტილი და საერთოდ არ ფიქრობს ყოფილ ქმარზე, რომელმაც ვერც
ცოლის სიკეთე დაინახა და ვერც ის, თუ რის ფასად დაუჯდა თავისი საქციელი.
გზააბნეული
ირაკლი ხან ვის შეაფარებს თავს, ხან ვის და სადაც არ უნდა წავიდეს მუდამ თავის ცოლს
ლანძღავს, რომელმაც ასეთ გაჭირვებაში "მიატოვა". განა, კაცია-ადამიანი?!
ხატია ვარდიშვილი
* * *
ზის დიტო ფეხი ფეხზე გადადებული, ფეხბურთის დაწყებას ელოდება, მომარაგებული აქვს ჩიფსები და ლუდი, თან ძალიან ნერვიულობს - დადებული ფსონი არ წავაგო ტოტალიზატორშიო. ამ დროს შემოვიდა მისი ცოლი და დიტომ შეკითხვები მიაყარა:
-ბავშვები სკოლაში წაიყვანე?
-კი, წავიყვანე.
-საჭმელი გაამზადე?
-კი გავამზადე.
-შარვალი გამირეცხე?
-კი.
-პერანგი დამიუთოვე?
-არა...
უპასუხა ცოლმა და შეშინებულმა თავი დახარა, კანკალი დაიწყო.
-რატომ მერე, ჰა?! ხომ გითხარი მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს მეთქი! წადი ჩქარა და დამიუთოვე პერანგი!
მაღალ ხმაზე დაუყვირა დიტომ ცოლს, ისიც სწრაფად გაიქცა და დაუთოვება დაიწყო...
ზის დიტო ფეხი ფეხზე გადადებული, ფეხბურთის დაწყებას ელოდება, მომარაგებული აქვს ჩიფსები და ლუდი, თან ძალიან ნერვიულობს - დადებული ფსონი არ წავაგო ტოტალიზატორშიო. ამ დროს შემოვიდა მისი ცოლი და დიტომ შეკითხვები მიაყარა:
-ბავშვები სკოლაში წაიყვანე?
-კი, წავიყვანე.
-საჭმელი გაამზადე?
-კი გავამზადე.
-შარვალი გამირეცხე?
-კი.
-პერანგი დამიუთოვე?
-არა...
უპასუხა ცოლმა და შეშინებულმა თავი დახარა, კანკალი დაიწყო.
-რატომ მერე, ჰა?! ხომ გითხარი მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს მეთქი! წადი ჩქარა და დამიუთოვე პერანგი!
მაღალ ხმაზე დაუყვირა დიტომ ცოლს, ისიც სწრაფად გაიქცა და დაუთოვება დაიწყო...
ნიკა კეშელავა
* * *
ლაშა 15 წლის ბიჭია.
ის, თავის თანატოლებთან შედარებით, სიმაღლითაც და სიგანითაც ყველაზე დიდია. ბიჭუნა
ყოველ დღე აგვიანებს სკოლაში და როგორც წესი, პირ არასროს იბანს.
გათენდა... მაღვიძარამ
წიკ-წიკი დაიწყო, მაგრამ ამაოდ. ლაშა კვლავ ძილბურანშია. დიდი ხნის შემდეგ გაიღვიძა,
ადგა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ჩაიცვა, ისაუზმა-სამი დიდი ჰოთ-დოგი და ორი კოლოფი ჩიფსი
მიირთვა და სკოლისაკენ გაეშურა. ყმაწვილს ცოტა მეგობარი ჰყავდა, რადგან გოგოებს თმებს
წიწკნიდა, ხოლო ბიჭებს უმიზეზოდ ეჩხუბებოდა. მას სკოლის დავალებები არასდროს ჰქონია
ნამეცადინები. სწორედ ეს განმეორდა დღესაც. კვლავ 5 ორიანი მიიღო. უკვე მეორეჯერ ჩარჩება
კლასში, მაგრამ ეს ვის რაში ანაღვლებს? მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გართობაა. ბიჭისთვის
სკოლა ნამდვილი ჭირია.
სახლში დაბრუნების
შემდეგ მაგიდას მიუჯდა და სადილობას შეუდგა. მუცელში ხორაგი ჩაიყარა, ამის შემდეგ კი
ტელევიზორის ყურება დაიწყო, კომპიუტერშიც ითამაშა, მოსაღამოებისას კი დაიძინა. ძილი
მისთვის უკეთესი იყო ვიდრე ,,ქაუნთერის" თამაში.
საინტერესოა მისი მშობლები
შვილის საქციელზე რას ფიქრობდნენ, რატომ არ აინტერესებდათ ის, თუ როგორ სწავლობდა ან
როგორი ყოფა-ქცევა ჰქონდა. ჩემი აზრით, ისინი ძლიერ გადატვირთულები იყვნენ მუშაობით.ცდილობდნენ
ეშოვათ ხორაგი, რომელსაც ლაშა მუცელში უმისამართოდ იყრიდა.
აი, ასეთი იყო ლაშას
ცხოვრება და მისი ერთი ჩვეულებრივი დღე. ამის წაკითხვის შემდეგ გვებადება კითხვა -
კაცია-ადამიანი?!
მარიამ ვახტანგიშვილი
* * *
გათენდა ორშაბათი,
ჩვენი გმირის საძულველი დღე. ლუარსაბს სამსახურში უწევდა წასვლა, ძალიან არ უნდოდა
თავის ეგრედწოდებულ ”ლაქია” თანამშრომლების ნახვა, მაგრამ მაინც მკვირცხლად ადგა, ჩაიცვა
და სამსახურისკენ გასწია.
გზაში საღეჭი
რეზინი იყიდა და შეუდგა ყბის მოძრაობას . მას უნდოდა ყველაზე ”სიმპატიურად” გამოჩენელიყო
და ამიტომ ყოველ დღე თმას ივარცხნიდა და ფორმალურად იცვამდა.
აი, მოვიდა ავტობუსი. კარებთან ჯგლეთაში ვიღაცას
ფეხი გაეკრა და ჩვენ ლუარსაბს შარვალი დაესვარა. მან გულში კი შეიგინა, მაგრამ მაინც
უხმოდ ავიდა ავტობუსში და მაშინვე ადგილი დაიკავა, როდესაც უამრავი ხალხი და მათ შორის
მოხუცებიც ფეხზე დარჩნენ.
ავტობუსი მივიდა მის სამსახურთან, ლუარსაბი ჩასასვლელად
მოემზადა და ფეხზე ადგა. მისი ადგილი კი გულშეწუხებულმა მოხუცმა დაიკავა, ლუარსაბი
ამაზე ისე გაბრაზდა, რომ ჩასვლის წინ მოხუცს მიაძახა:
-”რაიყო ადამიანო, ავდექი ჯერ რო დახტი მაგ ადგილზე?!”
და ამ სიტყვებით
ჩავიდა ავტობუსიდან, საღეჭი რეზინი გადააფურთხა და სამსახურისკენ გასწია.
ირაკლი თოდაძე
No comments:
Post a Comment